|
2022-08-15 12:48:18, 1370 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო რუშდიზე - მწერალი დამნაშავეა, სიტყვის თავისუფლება რელიგიის შეურაცხყოფას არ ამართლებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმასთან დკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ირანი თავდასხმის პროვოცირებაში მწერალსა და მის მხარდამჭერბს ადანაშაულებს. სიტყვის თავისუფლება არ ამართლებს რუშდის ჩანაწერებში რელიგიის შეურაცხყოფას,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა გამართულ ბრიფინგზე. "ირანს არ აქვს სხვა ინფორმაცია რუშდის სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ, გარდა იმისა, რაც მედიაში გამოჩნდა,"- დასძინა სპიკერმა. პრიზიორი მწერალი წლების განმავლობაში პოლიციის მფარველობაში ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც ირანელი ლიდერები რუშდის მოკვლით ემუქრებოდნენ მის რომანში „სატანური ლექსები“ ისლამისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის გამოსახვის გამო. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდის, ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ,სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)