|
2022-08-15 11:50:41, 1613 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოვებენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს განუცხადა, რომ ორი ქვეყანა „ერთად გააფართოვებს ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს”,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კორეის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმისთვის მიწერილ წერილში პუტინმა დაწერა, რომ მჭიდრო კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას. კიმმა რუს დიქტატორს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მეგობრობა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ, რომელმაც კორეის ნახევარკუნძული დაიპყრო. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაწერა, რომ მას შემდეგ ქვეყნებს შორის „სტრატეგიულმა და ტაქტიკურმა თანამშრომლობამ, მხარდაჭერამ და სოლიდარობამ“ მიაღწია ახალ დონეს მათი ერთობლივი ძალისხმევის გამო აშშ-სა და მისი მოკავშირეების მუქარისა და პროვოკაციების მოსაგერიებლად. ამასთან, კიმმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა განვითარდება 2019 წელს პუტინთან შეხვედრის დროს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ფხენიანმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. ამის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)