|
2022-08-14 16:21:09, 1579 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონში მრავალწლოვანი ბაღები 1200 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში კაკლის ბაღი დაათვალიერეს. „აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით „დანერგე მომავალი“ სარგებლობს. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა 133 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი ბაღები უკვე 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებულია და ეს ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაც, რაც იძლევა საშუალებას, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გაჩნდეს ჩვენს ბაზარზე, გაიზარდოს მეორადი წარმოება და ამავე დროს, დივერსიფიცირებული ბაზრების პირობებში, კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,550 ლარია; იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰა -ზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი - 863,839 ლარია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)