03:56 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 15:41:15, 1733 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს

სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი გზის გახსნა სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის რისკს არ გაზრდის, რადგან ეს საკითხი "კონტროლდება".

"სანქცირებული ტვირთი შემოვიდეს, გავიდეს თუ როგორ არის, ეს სრულიად სხვა ინსტრუმენტებით კონტროლდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავაჭრო ურთიერთობები დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, ისევე, როგორც აქვს ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს. ეს ბორანი და ასე შემდეგ არის მხოლოდ ერთ-ერთი ტექნიკური სატრანსპორტო საშუალება ტვირთბრუნვისთვის, მაგრამ რისკები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სანქცირებული საგნების ტარებას, არ გულისხმობს მხოლოდ ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებით ამ რისკების გაჩენას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics