|
2022-08-13 13:03:52, 1843 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა
ღამით ხარკოვში ორი დარტყმა დაფიქსირდა. სლობიდსკის რაიონში რაკეტა კოლეჯთან ახლოს, ტროტუარზე დაეცა. - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე თქმით, აფეთქების ტალღამ შენობა დააზიანა. ნემიშლიანსკის რაიონში რაკეტა სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსის წინ, გაზონზე ჩამოვარდა "ღამით ხარკოვში ორი დარტყმა დაფიქსირდა. სლობიდსკის რაიონში რაკეტა კოლეჯთან ახლოს, ტროტუარზე დაეცა. აფეთქების ტალღამ შენობა დააზიანა. ნემიშლიანსკის რაიონში რაკეტა სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსის წინ, გაზონზე ჩამოვარდა. დაზიანებულია ტროლეიბუსები, ავტომობილები, ჩამსხვრეულია სახლების მინები. 74 და 50 წლის ქალებს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)