|
2022-08-12 15:46:22, 1483 ნახვა
ეკონომიკა
შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან „თიბისი“ კონცეპტში
„თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტ ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა მარჯანიშვილის 7 ნომერში, 15 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ჯონ სტენმეიერის მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე, რომელიც მან ნამუშევრების შექმნის პროცესში შეიძინა. ასევე, ფოტოდოკუმენტალისტი მსმენელს მოუთხრობს თავის შემოქმედებაზე. ჯონ სტენმეიერი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოსააგენტო „VII" თანადამფუძნებელია. 15 წლის მანძილზე იგი ექსკლუზიურად თანამშრომლობდა National Geographic-თან, რა დროის მანძილზეც მან 19 განსხვავებულ ფოტოპროექტზე იმუშავა. როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, „თიბისი“ კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს ცნობილ თუ დამწყებ ხელოვანებთან შეხვედრებს. „თიბისი“ არსებობის 30 წლის მანძილზე, არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერი გახდა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების პოპულარიზაციას ეწყობა ხელი. ხელოვანებთან შეხვედრები კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/events/5537541656296426/?ref=newsfeed
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)