|
2022-08-12 13:57:07, 1088 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი ბუნდესტაგს უჩივის
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, ბუნდესტაგის პარლამენტის ქვედა პალატის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. 78 წლის შროიდერი, რომელიც კანცლერისთვის განკუთვნილი პრივილეგიების აღდგენას ითხოვს, მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სიახლოვისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ენერგეტიკულ კომპანიებში ჩართულობის გამო. შროიდერის გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ოფისის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება„ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობას“,- განუცხადა შროიდერის ადვოკატმა, მაიკლ ნაგელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. სპეციალურმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ შროიდერი, რომელიც კანცლერის თანამდებობა1998 წლიდან 2005 წლამდე იკავებდა, „აღარ ასრულებდა თავისი ოფისის ვალდებულებებს“. ყოფილი კანცლერი პუტინს ივლისში შეხვდა, რის შემდეგაც მან თქვა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინის ომის "მოლაპარაკებით გადაწყვეტისთვის" - კომენტარები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა და "ამაზრზენი" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)