08:57 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 11:34:44, 924 ნახვა

მსოფლიო
„ტექნიკის ერთ-ერთი ნაწილი აალდა“ - რამ გამოიწვია აფეთქებები ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე

 ღამით, ბელარუსში მდებარე ზიაბროვკას აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა. სამხედრო ობიექტი გომელის რაიონში მდებარეობს.

როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აფეთქებების მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ნაწილის აალებაა“.

"10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძრავის გამოცვლის შემდეგ ერთ-ერთი ტექნიკის კონტროლისას ძრავი აალდა. პერსონალმა დროულად მიიღო ზომები ცეცხლის ჩასაქრობად. მსხვერპლი არ არის", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, აეროდრომზე აფეთქების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება მოხდა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო   საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საჰაერო ძალების წვრთნებს ატარებს  , მაგრამ უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ზიაბროვკას რაიონში მომხდარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics