|
2022-08-11 11:35:46, 1443 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რაიონი განმეორებით დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 9 დაშავდა
ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვსკის რაიონი ისევ დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 7 კი დაშავდა,- ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი სამჯერ დაბომბეს. „ღამე დაბომბვითა და მსხვერპლით. რუსეთის არმიამ შეუტია რეგიონის ოთხ რაიონს. ნიკოპოლის რაიონი მტერმა სამჯერ დაბომბა გრადიდან. 120 გასროლა! ნიკოპოლში დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა 7. ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. დანგრეულია ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებს ახარისხებენ და ადამიანებს ეძებენ. დაზიანებულია 3 სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი. ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა, ნიკოპოლში 6000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა“, - განაცხადა რეზნიჩენკომ. მოგვიანებით, რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ნიკოპოლში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. „მაშველებმა მტრის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპული ადამიანის ცხედარი ამოიღეს. რუსების თავდასხმას რეგიონზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 დაშავდა, მათგან 4 საავადმყოფოშია“,- დასძინა რეზნიჩენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ 10 აგვისტოს მტერმა ნიკოპოლის რაიონი სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ორჯერ დაბომბა. თავდაპირველად ცნობილი გახდა 11 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, დაღუპულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ნიკოპოლის რაიონში მდებარე ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურიდან იბრძოდნენ.
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)