|
2022-08-11 10:42:27, 1138 ნახვა
მსოფლიო
ლინკევიჩი - რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, ეს პრივილეგიაა
რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა,- ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს ლინკევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებმა აღნიშნული პრივილეგიით იქამდე არ უნდა ისარგებლონ, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას. „რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას. ერთი ნაბიჯი რუსეთის შესაჩერებლად არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები“,- წერს ლინკევიჩსი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დაკეტონ საზღვრები ყველა რუსეთისთვის. აღნიშნულ ინიციატივას მხარი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც დაუჭირა და მოუწოდა ევროკავშირს შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)