|
2022-08-10 17:09:37, 1887 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხის შესწავლას გეგმავს
ევროკავშირი რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხის განხილვას გეგმავს,- ამის შესახებ ინფრომაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირის მინისტრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას პრაღაში აგვისტოს ბოლოს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. „ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი მთლიანობაში ერთობლივად დათანხმდება რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტაზე, მაგრამ, როგორც ეს არის ევროკავშირის მრავალი სანქციების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ წელს, „ყველაფერი შესაძლებელია”,- წერს იოზვიაკი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დაკეტონ საზღვრები ყველა რუსეთისთვის. აღნიშნულ ინიციატივას მხარი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც დაუჭირა და მოუწოდა ევროკავშირს შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)