|
2022-08-10 15:19:00, 1808 ნახვა
მსოფლიო
G7-ის ქვეყნები რუსეთს უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბრუნებას ითხოვენ
G7-ის ქვეყნების მინისტრებმა რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლის ქვეშ გადაცემას მოუწოდებენ,- აღნიშნულის შესახებ ქვეყნები განცხადებას აქვეყნებენ. G7-მა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბევრ ქვეყანას და ზრდის ბირთვული კატასტროფის რისკს. რუსეთის ქმედებები დაგმეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა. „ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე უკრაინის პერსონალს უნდა შეეძლოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება მუქარისა და ზეწოლის გარეშე”, - აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, რუსეთი აფერხებს IAEA-ს გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მონიტორინგს, ამიტომსადგურზე IAEA-ს ექსპერტების შეშვება აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ზაპორიჟიესს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა 5 აგვისტოს საღამოს დაიწყო, რამაც რადიაციის გაჟონვის საფრთხე გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)