|
2022-08-10 12:48:05, 1206 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უცხოური მედია ავრცელებს. ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე შეტანილი იყო სანქციების მეხუთე პაკეტში, რომლის თანახმადაც, აგვისტოდან ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა სრულად აიკრძალება, ამასთან, აკრძალულია ასევე მისი იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებული იქნება რუსეთიდან. გარდა ამისა, ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს მისი ნახშირის იმპორტის მეოთხედზე. შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ცვლილება, რომელიც კრძალავს ქვანახშირის იმპორტს. ეს ცვლილება კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას. ამავდროულად, 9 აგვისტოს, ძალაში შევიდა ევროკავშირის გეგმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის მოხმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)