|
2022-08-09 22:47:33, 1371 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები - თურქეთისგან 50 ჯავშანტრანსპორტიორი მივიღეთ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტი მიიღო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკამ“ განაცხადა. მათი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. „ჩვენს ჯარისკაცებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტი BMC Kirpi გადაეცა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)