|
2022-08-09 18:10:18, 1043 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსისა და რუსეთის ჯარები სამხედრო წვრთნებს ერთობლივად გაივლიან
ბელარუსი რუსეთთან ერთობლივ სამხედრო წვრთნები დაიწყება.ინფორმაციის თანახმად, წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება. 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით - ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით - აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და სასაზღვრო საჰაერო სივრცეში, რუსეთის ტერიტორიაზე. სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება ბელარუსში რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების 185-ე საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება. თავდაცვის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ წვრთნებში პირადი შემადგენლობა, სამხედრო სპეცტექნიკა, მათ შორის საავიაციო ნაწილები, საჰაერო თავდაცვისა და რადიოტექნიკური დანაყოფები ჩაერთვებიან, მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბელარუსის სამხედრო აკადემიის საბრძოლო ფორმირებები. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანი დავალებათა შესასრულებლად სამხედრო შენაერთების თავსებადობის ამაღლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)