|
2022-08-09 17:20:08, 2169 ნახვა
რეგიონი
„ღორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოებმა დალაშქრეს
„ღორჯომი-ბახმაროს“ დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტი გიდებმა და სააგენტოებმა დალაშქრეს „ღორჯომი- მთა ლეკნარი- კურორტი ბახმარო“ - ასე ჰქვია სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტს, რომელიც გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ხულოსა და გურიის დამაკავშირებელ 30 კილომეტრიან მარშრუტზე ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ინფოტურის მონაწილეებმა მარკირებული ტურისტული მიმართულება მანქანებითა და ნაწილობრივ ცხენებით დაფარეს. ინფოტური სოფელ ღორჯომიდან დაიწყო და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე დასრულდა. ღორჯომის ხეობაში, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. უკვე მზადაა პროექტი, რომელიც გარემოსთან ადაპტირებულ ღია მანეჟს, დახურულ თავლას, ამფითეატრს, ადმინისტრაციულ ცენტრსა და წრიულ საცხენოსნო ბილიკებს ითვალისწინებს. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს. ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს. ის უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)