|
2022-08-09 14:58:31, 993 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - ირაციონალურია, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს განაგრძობს თუ არა ზელენსკის გამო საფასურის გადახდას
კრემლმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას დასავლეთის ქვეყნების მიერ ყველა რუსისთვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ, ირაციონალური უწოდა. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსების იზოლირება ვერ მოხდება, ხოლო ევროპამ უნდა გადაწყვიტოს განაგრძობს თუ არა ზელენსკის "ახირებისთვის" საფასურის გადახდას. ”მისი აზროვნების ირაციონალურობა ამ შემთხვევაში არ არის მასშტაბური. ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. ევროპას საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გადაიხადოს გადასახადები ზელენსკის ახირებისთვის,"- განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, The Washington Post-თან ინტერვიუში ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, ჩაუკეტონ საზღვარი რუსეთის მოქალაქეებს, როგორც სასჯელი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გამო უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)