|
2022-08-08 13:46:48, 2539 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მთავრობის წევრებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მთავრობის წევრებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკეს. რუსეთ საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დცვის სამინისტრო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მქონე მეომრებს 3000-3000 ლარს გადასცემს. თანხა ასევე გამოეყოფა 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. ჯამში 27 მეომრის ოჯახზე გაიცემა 81 000 ლარი. „დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ომში დაღუპული გმირები, მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. 2014 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უკვე პროგრამულად გასცემს მატერიალურ დახმარებას. დახმარება გულისხმობს ომის თარიღთან დაკავშირებით თითოულ ოჯახზე 3000 ლარის გაცემას, გარდა ამისა დედის დღესთან დაკავშრებით ამ ოჯახების ქალბატონებისთვის გაიცემა 1000 ლარის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. პროგრამის ფარგლებში, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 31 ბენეფიციარს. დახმარება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის – „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გამოიყოფა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი განისაზღვრება 112 000 ლარით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)