|
2022-08-08 10:57:55, 1741 ნახვა
ომი უკრაინაში
მელიტოპოლის მერი - HIMARS რაკეტებით რუსული სამხედრო ტექნიკა და 100-ზე მეტი ჯარისკაცი გავანადგურეთ
8 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის HIMARS რაკეტებით დაარტყეს რუსული ჯარების დროებითი განლაგების პუნქტებს მელიტოპოლის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის ზაპოროჟიეში, რომელიც დროებით ოკუპირებულია. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა. მისი თქმით, ასევე განადგურდა 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. „წინასწარი შეფასებით, განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა. 100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც იმ ღამეს დროებით ყაზარმებში იმყოფებოდნენ, „კობზონის კონცერტის“ ბილეთები მიიღეს და მათი მშობლები უკვე ირჩევენ მის მოდელს და ფერს“, - წერს ის სოციალურ ქსელში. ფედოროვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს აღარ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა HIMARS-ის წინააღმდეგ. "დღევანდელი ღამე ყველაზე პროდუქტიულია და აჩვენებს, რომ არსებულ მტრის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს აღარ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა HIMARS-ის წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემის შესუსტება ქმნის აუცილებელ წინაპირობებს წარმატებული კონტრშეტევისთვის მელიტოპოლის მიმართულებით", - აღნიშნა მერმა.
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)