|
2022-08-08 10:59:20, 2053 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური ჯიჰადი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
3 დღიანი ბრძოლის შემდეგ, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობით, საზავო შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე შევა. გარდა ამისა, დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სპიკერის განცხადებით, შეთანხმების ნაწილია ეგვიპტის მხარის ვალდებულება, იმუშაოს მათი ორგანიზაციის პოლიტიკური დაჯგუფების ორი დატყვევებული წევრის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეში იმყოფებიან. ამასთან, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის ბრძოლები იყო ყველაზე მწვავე კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას მებრძოლ ჯგუფებს შორის 2021 წელს ისრაელსა და ჰამასს შორის 11-დღიანი ომის შემდეგ. პალესტინა-ისრაელს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც ისრაელმა ღაზას მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" მოძრაობის მეთაური. მათ თქვეს, რომ საპასუხო დარტყმას თელ-ავივზე მიიტანდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)