|
2022-08-06 17:02:40, 1214 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა შესთავაზა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად მიიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გეგმის ეფექტური განხორციელება და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა სტამბოლში მოლაპარაკებიბების დაბრუნებისკენ. „ხაზს ვუსვამ, რომ ომში გამარჯვებული არ იქნება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. ბატონ პუტინს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეგვიძლია მივიღოთ ის ბატონ ზელენსკისთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას ჩვენს მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას“, - განაცხადა ერდოღანმა.. შეგახსენებთ, რომ კრემლი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლად მიიჩნევს. თუმცა მოსკოვი არ გეგმავს კიევთან მოლაპარაკების პირობების შემსუბუქებას. ასევე, რუსეთის ხელისუფლებამ მიმართა თურქეთს დახმარებისთვის საბანკო, ენერგეტიკისა და სამრეწველო სექტორებში სანქციების გვერდის ავლით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)