|
2022-08-06 10:55:57, 1220 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორთან განვითარებული მოვლენების გამო, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ისრაელის არმიის ღაზას სექტორზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. „ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ): ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები" - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის მთავრობა არაა დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, თუმცა გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)