|
2022-08-05 17:36:55, 1779 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე ღალატშია ეჭვმიტანილი
უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) უფროსის ყოფილი მოადგილე ღალატშია ეჭვმიტანილი.გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 2014 წლიდან „ მოქმედებდა რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე“. "მან შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი უწყებების მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებზე", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში. . SBU იტყობინება, რომ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს 2008-2010 წლებში იკავებდა, შემდეგ მუშაობდა ამ დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობის რიგებში. რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, დაკავებულმა მათ სავარაუდოდ გაუგზავნა ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის, სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის ორგანოებიდან. „ამჟამად ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აცხადებენ პროკურატურაში. SBU-მ აღნიშნა, რომ დაკავებული ასევე ეჭვმიტანილია სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფასა და იარაღის უკანონო შენახვაში. „მტერი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უკრაინის სხვადასხვა ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების აგენტებით გაჯერებაზე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გამოვავლინოთ ასეთი მოღალატეები და გავანადგუროთ ეს აგენტური ქსელები. ხოლო ბოლო გახმაურებული დაკავებები მიუთითებს იმაზე, რომ SBU=ს შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებს ეფექტურად დაუპირისპირდეს. ეს სამუშაო მიმართულება მხოლოდ გააქტიურდება, რადგან უკრაინის გამარჯვება დიდწილად მის შედეგებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა SBU-ს ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკიმ.
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)