|
2022-08-05 17:20:05, 1014 ნახვა
მსოფლიო
ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს
ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Washington post-ი ავრცელებს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ მიზნებს. „გასულ ღამეს, ჩინეთის ქმედებების შედეგად, ელჩი თეთრ სახლში დავიბარეთ, რომ გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც უპასუხისმგებლოა და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს - შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე",- განაცხადა კირბიმ. ამასთან, აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებში. ცნობისთვის, ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, აშშ-ის პალატის სპიკერს ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ დაადასტურა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტაივანში განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ მებრძოლები და გამოიყენებოდა ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ფრეგატები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსმა უგულებელყო ჩინეთის სერიოზული შეშფოთება და მისი ვიზიტის მტკიცე წინააღმდეგობა და მის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)