|
2022-08-05 13:28:34, 1057 ნახვა
მსოფლიო
ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა
ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, აშშ-ის პალატის სპიკერს ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ დაადასტურა. ჩინეთმა პელოსისა და მისი ოჯახის მიმართ დაუზუსტებელი სანქციები გამოაცხადა. ასეთი სანქციები ძირითადად სიმბოლური ხასიათისაა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტაივანში განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ "100-ზე მეტმა სამხედრო თვითმფრინავმა და 10 სამხედრო ხომალდმა მიიღო მონაწილეობა ტაივანის მიმდებარე ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნებში ბოლო ორი დღის განმავლობაში",- წერია განცხადებაში. სამხედრო აღმოსავლეთ თეატრის სარდლობამ ასევე გაუშვა რაკეტების ახალი ვერსიები, რომელიც "ტაივანის სრუტეში დაუდგენელ სამიზნეებს „სიზუსტით“ ესხმოდა". ცნობისთვის, სამხედრო წვრთნები, რომლებიც Xinhua-მ აღწერა, როგორც „უპრეცედენტო მასშტაბის“, არის ჩინეთის პასუხია პელოსის ტაივანში ვიზიტსს. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ეწვია ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსმა უგულებელყო ჩინეთის სერიოზული შეშფოთება და მისი ვიზიტის მტკიცე წინააღმდეგობა და მის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)