|
2022-08-05 11:12:50, 1013 ნახვა
მსოფლიო
Twitter-მა RIA Novosti-ის ანგარიშზე წვდომა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში დაბლოკა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეექვსე თვეს სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დაბლოკა საინფორმაციო სააგენტო „RIA Novosti-ის" ანგარიშები ევროკავშირსა და ბრიტანეთში,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „კომერსანტი" ავცრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირისა და ბრიტანეთის საინფორმაციო სააგენტოების საიტებზე წვდომისას მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას „ანგარიშზე წვდომა დახურულია“. როგორც სოციალურ ქსელში განმარტავენ მედია გვერდები დაბლოკილია. თუმცა გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშებზე წვდომა დახურულია ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში YouTube-ის ვიდეო სერვისმა წვდომიდან ამოიღო სახელმწიფო ტელეარხები Kultura, Sputnik, MIA Rossiya Segodnya. 8 აპრილს Twitter-მა რუსული ტელეარხის RT-ის ანგარიშზე წვდომა შეზღუდა. ამასთან, 4 მარტს როსკომნადზორმა დაბლოკა Twitter რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.ხოლო 2022 წლის 23 ივლისს, ზაპოროჟიეს რეგიონში, დამპყრობლებმა დაბლოკეს Facebook, YouTube და Twitter.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)