|
2022-08-05 10:32:00, 1040 ნახვა
მსოფლიო
პელოსი - ჩინეთი ტაივანის იზოლირებას ვერ შეძლებს
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთი ვერ მოახდენს ტაივანის იზოლირებას აშშ-ს ოფიციალური პირების ვიზიტების შეზღუდვით. პელოსიმ, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, დასძინა რომ მისი ვიზიტი „სტატუს კვოს შეცვლას არ ეხებოდა.“ "ჩინეთმა დარტყმების საბაბად, ალბათ, ჩვენი ვიზიტი გამოიყენა.. ჩინელები ცდილობდნენ ტაივანის იზოლირებას, თუმცა ამას ვერ შეძლებენ,"- განაცხადა პელოსიმ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა. თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)