|
2022-08-04 16:14:59, 1185 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, ეს ტურიზმის სფეროს ჩამოშლაა
თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ესაა მოგონილი გაბრაზების ნაწილი და ამ ადამიანებმა, 2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს თავად დაუწესეს. ამასთან ეს კამპანია საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლას უკავშირდება. „ეს არის იმ მოგონილი გაბრაზების ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იმ, ხალხის აგორებული კამპანიის ერთი პატარა ფეიკნაწილია. ფეიკს ვუწოდებ მათ აღშფოთებას. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო. თუ რამე მსგავსი საჭიროა, ამის ინიციატივები ისედაც გაჩნდება, მაგრამ ამ საკითხს იყენებენ იმ ფეიკკამპანიის გასაძლიერებლად, რომელიც დაიწყეს. გუშინ აცხადებდნენ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი ტურისტების, გაჩვენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას, სადაც 2019 წელს შემოსულია მილიონ 472 ათასი რუსი ტურისტი და 2022 წელს შემოსულია 247 ათასი რუსი ტურისტი, აქ უპრეცედენტობა ტყუილია. 2018 წელს შემოვიდა მილიონ 405 ათასი. ახლა ჩვენ ვამხილეთ მათი ფეიკი, უპრეცედენტობა არის ტყუილი. ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და ახლა გვეუბნებიან, როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში. საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე. ტურიზმის დაკავშირება ასეთ ნარატივებთან, როგორიცაა მათ მიერ მოგონილი შავი ხვრელი, სანქციების არიდება, არის უბრალო ტყუილი. ტურიზმი ამ ქვეყანაში მოიცავდა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია იმისთვის, რომ ვიღაცებს დააჯერონ, თითქოს აქ პრობლემა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, თითქოს უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, პირიქით ნაკლებია შემოსული. ჩვენ თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია",- განაცხადა მდიმარაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღაზე პეტიცია გავრცელდა, რომელსაც ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ავტორები ითხოვენ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)