|
2022-08-03 11:28:30, 2049 ნახვა
რეგიონი
მიმდინარე წელს, შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
სასოფლო გზების მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა შუახევის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 150 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. დასრულებული და მიმდინარე პროექტები, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილესთან, გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით წელს პირველად ისარგებლებენ სოფელ ჭვანაში მცხოვრები დიმიტრაძეები. უბანი, სადაც საავტომობილო გზა არასდროს ქონიათ, ოჯახები საჭირო მარაგს წლების განმავლობაში ხელით ეზიდებოდნენ და საფეხმავლო ბილიკით სარგებლობდნენ. არსებული პრობლემა ადგილობრივებს, მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოუგვარდათ. პროექტის ფარგლებში, ყორნალის უბანში გაიჭრა ახალი სამანქანე გზა, მოეწყო ბეტონის საფარი, გაბიონი და ფერდსამაგრი კედელი. ახალი სამანქანე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ქათამაძეების უბანშიც. პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით 10-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)