|
2022-08-03 09:47:56, 994 ნახვა
მსოფლიო
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. პელოსის თქმით, ახლა როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანისთვის გადამწყვეტია. „დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, ჩამოვიდა ტაივანში, რათა ცალსახად განემარტა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ტაივანის მიმართ აღებულს ვალდებულებას და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით",- განაცხადა პელოსმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში გუშინ 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა. თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)