|
2022-08-02 13:55:38, 832 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლის საკრებულო - ოკუპანტები აზოვსტალში როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ
რუსი დამპყრობლები აზოვსტალში როკ კონცერტის გამართვას გეგმავენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს. საკრებულოში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებს არ შეუძლიათ ქვეყნის წყლითა და გათბობით უზრუნველყოფა, მაგრამ კონცერტებს მართავენ ქალაქში, სადაც ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ასობით ადამიანის ცხედარია მოყოლილი. „რუსი დამპყრობლები აგრძელებენ რეკორდების დამყარებას თავიანთი ცინიზმით. ახლა ისინი აპირებენ როკ კონცერტის ჩატარებას მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ჩვენი გმირები დაიღუპნენ. რუსები კიდევ ერთხელ ცდილობენ გადაიტანონ მოსახლეობის ყურადღება რეალური პრობლემებისგან", - აღნიშნავენ საკრებულოში. 16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ აზოვსტალში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს ბრძანება მისცა, გადაერჩინათ ქარხანაში მყოფთა სიცოცხლე. 17 მაისის შუაღამის შემდეგ, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს აზოვსტალიდან ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი იქნა ევაკუირებული. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოკუპირებულ იელენოვკაში გადაიყვანეს. შემდგომში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სულ 1,7 ათასი დამცველი იქნა ევაკუირებული. 29 ივლისის ღამეს ოკუპირებულ იელენოვკაში ყოფილი სასჯელაღსრულების კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შედეგად განადგურდა შენობა, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალები სასჯელაღსრულების კოლონიის დაბომბვაში დაადანაშაულა. რუსული მხარის ინფორმაციით, დაიღუპა 50-ზე მეტი უკრაინელი, დაჭრილთა რაოდენობა უცნობია. უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ელენოვკაში მომხდარ აფეთქებას რუსული ტერორისტული აქტი უწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)