|
2022-08-01 15:01:36, 1184 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ დახმარების პირველი ტრანში ევროკავშირისგან მიიღო
უკრაინამ ევროკავშირისგან დახმარების პირველი 500 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო ტრანშის მიღებას ხვალ ელოდებიან. „ევროკავშირმა უკრაინას გამოუგზავნა 1 მილიარდი ევრო განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარება. პირველი ტრანში 500 მილიონი ევრო უკვე ჩაირიცხა ანგარიშზე. ჩვენ ველოდებით, რომ მეორე ტრანში ხვალ ჩაირიცხება", - წერს შმიგალი. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ 1 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდაჭერის დიდი პაკეტის ნაწილია ომის ფინანსური შედეგების დასაძლევად. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება უკრაინას ახალი მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის სახით 1 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 8,8 მილიარდი ევროს პაკეტზე, ამიტომ ბრიუსელმა შესთავაზა 1 მილიარდი ევროს გამოყოფა სწრაფი ფინანსური დახმარების სახით. ამასთან, უკრაინა ასევე აპირებს დადოს ხელშეკრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15-20 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამაზე წლის ბოლომდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)