|
2022-08-01 11:30:30, 957 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების წინაააღმდეგ - უცხოურმა კომპანიებმა ქონების მფლობელები რეესტრში უნდა დააფიქსირონ
დიდი ბრიტანეთი რუსი ოლიგარქებისა და კორუფციული სქემების აღმოსაჩენად ახალ მექანიზმს ნერგავს. ახალი კანონის თანახმად, უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ქონებას ფლობენ, მათი ნამდვილი მფლობელები ოფიციალურ რეესტრში უნდა დააფიქსირონ. საზღვარგარეთის სუბიექტების რეესტრი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, არის ფართო ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრის კანონის ნაწილი, რომელიც ამოქმედდა წელს რათა შეაჩეროს უკანონო რუსული ფულის ნაკადი მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. "საეჭვო სიმდიდრის მქონე კორუმპირებული ელიტებისაგან თავისუფალნი რომ ვიყოთ, რომ ვიცოდეთ ვის რა ეკუთვნის.ჩვენ ვხსნით ფარდას იმ კრიმინალებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი უკანონოდ მოპოვებული სიმდიდრის დამალვას,“- განაცხადავ ეკონომიკის მინისტრმა მარტინ კალანანმა. მათ, ვინც არ დაიცავს ახალ წესებს, შეიძლება დაემუქროს სანქციები, მათ შორის ჯარიმა 2500 ფუნტამდე ($3,043) დღეში ან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. რეესტრი აღწერილია, როგორც ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონის მნიშვნელოვანი დებულება, საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტში ამ ნაბიჯს „სეისმური ცვლილება“ უწოდა. კანონი მარტში შემოიღეს, რათა გართულდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირების ფულის გათეთრება ლონდონში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)