|
2022-07-31 13:33:40, 1151 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - საზღვაო ფლოტი უახლოეს რამდენიმე თვეში ჰიპერბგერითი ცირკონის საკრუიზო რაკეტებს მიიღებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი უახლოეს რამდენიმე თვეში მიიღებს ჰიპერბგერითი ცირკონის საკრუიზო რაკეტებს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ძალების დღეს გამოსვლისას მან თქვა, რომ მათი განლაგების არეალი რუსეთის ინტერესებზე იქნება დამოკიდებული. პუტინმა პირდაპირ არ ახსენა უკრაინა , მაგრამ თქვა, რომ მან ხელი მოაწერა საზღვაო ფლოტის ახალ დოქტრინას და დასძინა, რომ ცირკონის ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტები, როგორც უნიკალური მსოფლიოში. „ამ (რაკეტების) მიწოდება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უახლოეს თვეში დაიწყება.„ადმირალ გორშკოვის ფრეგატი პირველი იქნება, ვინც საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა ბორტზე ამ შესანიშნავი იარაღით.აქქ მთავარია რუსეთის საზღვაო ძალების შესაძლებლობები... მას შეუძლია ელვის სისწრაფით უპასუხოს ყველას, ვინც გადაწყვეტს შელახოს ჩვენი სუვერენიტეტი და თავისუფლება.ჰიპერსონიულ იარაღს შეუძლია ხმის ცხრაჯერ მეტი სიჩქარით გადაადგილება და რუსეთმა გასული წლის განმავლობაში ჩაატარა ცირკონის საცდელი გაშვება ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან,"- განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)