|
2022-07-31 13:18:16, 927 ნახვა
მსოფლიო
გაზპრომმა ლატვიას გაზის მიწოდება შეწყვიტა
გაზპრომმა შაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ივლისის ტენდერის ფარგლებში გაზის მიწოდებას შეწყვეტს ლატვიას და ეს გადაწყვეტილება აიხსნა გაზის გაყვანის პირობების დარღვევად. რა სახის დარღვევაზეა საუბარი გაზის გიგანტის განცხადებაში, არ დაზუსტებულა. ჯერ კიდევ აპრილში ლატვიამ უარი თქვა რუსეთიდან შემოსული გაზის რუბლებში გადახდაზე, რაც, ახალი რუსული წესების მიხედვით, მიწოდების შეწყვეტას გულისხმობს. ივნისში პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ ლატვია აღარ აპირებს რუსეთისგან გაზის ყიდვას. ივლისში ლატვიის სეიმმა კენჭი უყარა 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების აკრძალვას. მაგრამ 29 ივლისს Latvijas gāze-ის ხელმძღვანელმა აიგარს კალვიტისმა განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს გაზის ყიდვას გაზპრომისგან, თუმცა არა პირდაპირ, არამედ შუამავლის მეშვეობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)