|
2022-07-31 12:04:29, 1617 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი დონეცკის რეგიონში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა სამოქალაქო პირს, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ცხოვრობს, ევაკუაციისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ესაუბრონ მათ, ვინც ჯერ კიდევ რჩება დონბასის საბრძოლო ზონებში, დაარწმუნონ თანამემამულეები, რომ აუცილებელია ტერიტორია დატოვონ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასობით ათასი ადამიანი, ათიათასობით ბავშვი“ რჩება დონბასის რეგიონში. „რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის რეგიონს, მით უფრო ნაკლები ადამიანს მოკლავს რუსეთის არმია“, - თქვა მან. რეგიონში მძიმე შეტაკებები მოხდა რუსული ძალების ნელი წინსვლის ფონზე, რომლებიც უკვე აკონტროლებენ მის დიდ ნაწილს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ შესაძლებლობას, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე და მაქსიმალურად შევზღუდოთ რუსული ტერორი“, - დასძინა პრეზიდენტმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ხალხს ურჩია, რომ ტერიტორია დატოვონ. უკრაინის შეფასებით, დონეცკის რაიონში კვლავ 200 000-დან 220 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს. მთავრობის ინფორმაციით,მომავალი ზამთარი სიტუაციას გააუარესებს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. „მათი ევაკუაციაა საჭირო, ზამთარში ვერ ჩააყენებთ მათ სასიკვდილო საფრთხეში გათბობის, სინათლისა“, - აცხადებენ კიევის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)