|
2022-07-30 16:12:57, 1425 ნახვა
მსოფლიო
ერმაკი - რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა
რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებას, აზოვის მებრძოლების სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით. ერმაკის თქმით, ის რასაც რუსეთი დიპლომატიას უწოდებს, სინამდვილეში ბარბაროსობაა. „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა. მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკუთარ თავს დიპლომატებს უწოდებენ და საჯაროდ ამბობენ, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩამოხრჩეს და სიკვდილით დასაჯეს. ეს ბარბაროსობა და ველურობაა და არა დიპლომატია. რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორია. ამის საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს",- წერს ერმაკი. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)