|
2022-07-29 14:40:58, 1066 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთი კანიბალების ქვეყანააა, რომელიც წამებითა და მკვლელობით ტკბება
მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთი კანიბალების ქვეყანააა, რომელიც წამებითა და მკვლელობით ტკბება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსი ჯალათები სასჯელს თქვიდან ვერ აირიდებენ. „რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც რუსი ტირანების ჯგუფმა უკრაინელ ტყვეს დაზიანებები მიაყენეს. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთი კანიბალების ქვეყანააა, რომელიც წამებითა და მკვლელობით ტკბება. ომის ნისლი რუს ჯალათებს სასჯელის თავიდან არიდებაში ვერ დაეხმარება. ყველას გამოვავლენთ და თითოეულ მათგანს მივწვდებით",- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)