|
2022-07-29 12:05:34, 1143 ნახვა
მსოფლიო
რუსულ საინფორმაციო გამოცემა Novaya Gazeta-ს, შესაძლოა, ლიცენზია ჩამოერთვას
რუსულ საინფორმაციო გამოცემა Novaya Gazeta-ს სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიცენზია ჩამოერთმევა. „ნოვაია გაზეტა“, რუსეთის ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა, საფრთხის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მედიის დამკვირვებელმა მოითხოვა ვებსაიტისა და ბეჭდური გამოცემის ლიცენზიის ჩამორთმევა. „რუსეთის ცენზურის სააგენტო Roskomnadzor-მა მოითხოვა Novaya Gazeta-ს რეგისტრაციის მოწმობის ბათილად ცნობა“, - ნათქვამია გამოცემაში. გაზეთმა მიიღო ორი გაფრთხილება კომუნიკაციების სახელმწიფო კონტროლის ორგანოსგან სავარაუდო დარღვევების შესახებ. „როსკომნადზორმა სასამართლოს სთხოვა ბეჭდური მედიის Novaya Gazeta-ს ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადება იმის გამო, რომ რედაქცია არ აწვდის მის სარედაქციო მასალას მედიის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში“, - განუცხადა სააგენტომ რუსულ საინფორმაციო გამოშვებას BBC . მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ საკუთარი უფლებებისთვის სასამართლოში იბრძოლებს. „რას გააკეთებს Novaya Gazeta? მოემზადეთ სასამართლოებისთვის, დაიცავით ჩვენი საქმე, რომელის სიმართლეშიც დარწმუნებულები, მოემზადეთ ჟურნალის ახალი ნომერისათვის, განაახლეთ ვებგვერდი და ახალი სტუდია“, - ნათქვამია განცხადებაში .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)