|
2022-07-29 10:45:32, 1078 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - ნატო-ს ამჟამინდელი დახმარების გეგმით, უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ვენაში ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს ნატო-ს ამჟამინდელი დახმარების გეგმით. „ამ ფორმით უკრაინა ომს ვერ მოიგებს.ნატოს ქვეყნების სტრატეგიამ ომით განადგურებულ უკრაინას იარაღით და წვრთნით დახმარება გაუწიოს აქამდე აჩვენა, რომ ეს წარმატებამდე არ მიგვიყვანს ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი სტრატეგია, რათა გაუმკლავდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და მეტი აქცენტი გააკეთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და სამშვიდობო წინადადებების შექმნაზე, ვიდრე გამარჯვებაზე,"- განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური ვარდნა გამოიწვევს უმუშევრობის მაღალ დონეს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მან დასძინა, რომ „გაურკვეველია, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეცესია ევროკავშირში, თუ ომი გაგრძელდება.“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)