|
2022-07-28 15:12:47, 1972 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა, ომარ ტაკიძემ, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, მთა ჩირუხში გამართა. საზაფხულო იალაღზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბისა და დღვანის თემის, სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები გააცნო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტით გათვალისწინებულია სცენის, დამხმარე შენობის, ფანჩატურის მშენებლობა. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა სპორტული მოედანი, სველი წერტილები. მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის კონსტრუქციით. მიმდინარე წელს დაგეგმილია ახალი შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის პროექტირება. შუახევის მერის ინიციატივითა და ჩართულობით, ჩირუხში დაიდგა კომპანია „მაგთის“ ანძა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საზაფხულო იალაღებზე საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)