|
2022-07-28 15:05:32, 1814 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გამოვდივარ ინიციატივით გავატაროთ ხელშემწყობი ღონისძიებები ბათუმის დინამოს მხარდასაჭერად
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოვიდა ინიციატივით, აჭარის უმაღლეს საბჭოს ეთხოვოს შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება ბათუმის დინამოს მომავალი წარმატების ხელშეწყობისთვის. ,,საკმაოდ აქტუალურია ჩვენს გუნდთან, ბათუმის დინამოსთან დაკავშირებული საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა 4 წლის განმავლობაში მიაღწია არნახულ პროგრესს. 2018 წელს გუნდი თამაშობდა მე-2 ლიგაში და იცით, რომ გუნდი გახდა როგორც ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი. ჰქონდა გარკვეული წარმატებები, შესაძლოა ჩავარდნებიც ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენთვის ბათუმის დინამო გუნდზე მეტია და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ამიტომ, დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმაღლეს საბჭოს მივმართოთ შესაბამისი ხელშეწყობის ღონისძიებების გატარების მიზნით, რომელიც დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომ გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ნამდვილი გრანდი და ეს ასეც იქნება" აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)