12:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 11:14:11, 2818 ნახვა

სამხედრო
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი დასასრულს უახლოვდება. სწავლების კულმინაციური ნაწილი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც კურსანტები წინაღობების გადალახვას შეეცადნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დაესწრო და კურსის მონაწილეებს გაესაუბრა.

საზაფხულო კურსს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებიან. მათ მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პალდოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მსმენელებმა შეისწავლეს ტოპოგრაფიის საფუძვლები, ცეცხლსასროლი იარაღის ამოცნობა და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. კურსის ფარგლებში ღამის მარშიც ჩატარდა.

საზაფხულო კურსი პრაქტიკული გამოცდით დასრულდება, რის შემდეგაც მონაწილეებს დიდგორის მონუმენტთან სერტიფიკატები გადაეცემათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics