|
2022-07-27 11:03:32, 947 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე ივანიშვილზე - ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა ამერიკის ელჩი დასაშანტაჟებლად შემხვდაო
პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოლიგარქმა "ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა - 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟაო". როგორც ჯაფარიძე წერს, ბიძინა ივანიშვილმა წერილით უბრალოდ გააგრძელა ანტიდასავლური რიტორიკა და "საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე". "რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ 1. წინასწარ გამოჰყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება, რათა საჯაროდ ეთქვათ 'სიმართლე', რომლის თქმის საშუალებასაც პარტია 'არ აძლევდათ' დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპეკტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში: შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი. შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს. ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა - 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო. ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი. ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. 'აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.' 'მეშჩანი' როგორ არის ქართულად?",- წერ ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წერილით მიმართა. სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი პატიმრების მიმართ ძალადობაში მონაწილე 15 ადამიანს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)