|
2022-07-24 11:58:23, 1509 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, ის იპოვის გზას, რომ შეთანხმება არ შეასრულოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა რუსეთი „ბარბაროსობაში“ ოდესის სამხრეთ პორტზე სარაკეტო იერიშის განხორციელების შემდეგ, რამაც საფრთხე შეუქმნა ერთი დღით ადრე გაფორმებული შეთანხმებით, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვასა და ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შემსუბუქებას. ზელენსკის თქმით, თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოსკოვს შეთანხმების განხორციელებაში არავინ არ უნდა ენდოს. ”ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: რასაც არ უნდა დაგვპირდეს რუსეთი , ის იპოვის გზებს, რომ არ განახორციელოს დადებული შეთანხმება. დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე, ჩვენს პორტზე, არის ცინიკური და ეს იყო დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე. თუ ვინმეს მსოფლიოში მაინც შეუძლია თქვას, რომ მასთან, რუსეთთან რაღაც დიალოგია საჭირო, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, ნახეთ რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრებმა გაანადგურეს მსგავსი განცხადებების შესაძლებლობა," - აღნიშნა ზელენსკიმ. ოდესაზე განხორციელებულმა დარტყმები დაგმეს გაეროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ოფიციალურმა პირებმა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა განაცხადა რომ „ეს თავდასხმა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთის ერთგულების სანდოობას გუშინდელი შეთანხმების მიმართ“.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)