|
2022-07-22 10:38:55, 1223 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი, თურქეთი და უკრაინა შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას აფორმებენ
უკრაინის, რუსეთის, თურქეთის წარმომადგენლები უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, ამ პროცესს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრება. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გეგმის თანახმად უკრაინული მხარე გააკონტროლებს მარცვლეულის ტვირთების მოძრაობას დანაღმული პორტების წყლებში; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვისას; თურქეთი - გაეროს მხარდაჭერით - შეამოწმებს გემებს, რათა გაქარწყლოს რუსული მხარის შიში იარაღის კონტრაბანდის შესახებ. " ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს შავ ზღვაში საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხო ფუნქციონირებას.უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ პოზიციებს შავ ზღვაში და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს,"- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, გასულ კვირას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული ზოგადი შეთანხმება გაეროს ეგიდით, ახლა წერილობით იქნება დადასტურებული მხარეების მიერ. გაერო და თურქეთი აქტიურად მუშაობდნენ უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტისა და რუსული მარცვლეულისა და სასუქების გადაზიდვის აღსადგენად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)