|
2022-07-21 12:20:56, 1456 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი პუტინზე - კლასიკური რუსული ფარისევლობაა ირანის ლიდერთან ქედს იხრიდე, როდესაც უკრაინაში მეჩეთებს ბომბავ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსი სამხედროების მიერ ხარკოვში მეჩეთის დაბომბვას „კლასიკურ რუსულ ფარისევლობას“ უწოდებს. პოდოლიაკი დასძენს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის უზენაეს ლიდერს, ალი ჰამენეის, ქედს უხრიდა და იარაღს სთხოვდა, მისი ბრძანებით უკრაინის ქალაქ ხარკოვში მეჩეთებს ბომბავდნენ. "კლასიკური რუსული ფარისევლობა. მიბრძანდით თეირანში ირანის უზენაეს ლიდერს ალი ჰამენეის თაყვანისმცემლად და მსოფლიოს მეორე არმიისთვის იარაღის სათხოვნელად და ამავე დროს თავს დაესხით მეჩეთს ხარკოვში. ბარბაროსებისთვის არაფერია წმინდა. მაგრამ გაიგებს ირანი კრემლის ამ ზიზღის ჟესტს,"- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18-19 ივლისს ებრაჰიმ რაისის მიწვევით ირანს ეწვია, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა.იმავე დღეს, ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრნენ ასტანას ფორმატში მეშვიდე სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც ირანის პრეზიდენტმა უმასპინძლა.ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილულ იქნა რეგიონული და გლობალური საკითხებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)