|
2022-07-19 22:41:21, 1612 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევის ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს
რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევის ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს. - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ. მათივე თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან რუსეთი იბრძოდა ეფექტური შეტევითი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად და ეს პრობლემა, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე ხდება. "რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს, რუსეთის უახლოეს პოლიტიკურ მიზანს კი დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის აღება წარმოადგენს. გარდა ამისა, რუსეთმა შესაძლოა, მაინც მიაღწიოს გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებას, თუმცა მისი ოპერატიული ტემპი და წინსვლის სიჩქარე იქნება ძალიან ნელი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)