22:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 10:52:42, 1320 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ელჩი - მაღალკვალიფიციური ჩრდილო კორეელი მშენებლები დონბასს აღადგენენ

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე მაცეგორა, აცხადებს, რომ  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ორ ტერიტორიაზე სამუშაო პერსონალის გაგზავნა იგეგმება.

ეს ნაბიჯი  გამოწვევას შეუქმნის საერთაშორისო სანქციებს ჩრდილოეთის ბირთვული იარაღის პროგრამის წინააღმდეგ.

"ჩრდილოეთ კორეის მუშაკებს შეუძლიათ დაეხმარონ დონეცკსა და ლუგანსკში თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში ომის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მაღალკვალიფიციური და შრომისმოყვარე კორეელი მშენებლები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა ურთულეს პირობებში, დაგვეხმარებიან ჩვენი სოციალური, ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ობიექტების აღდგენაში“."- განაცხადა ელჩმა.

მაცეგორას თქმით, გაერო-ს სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთსა და უკრაინის დონბასის რეგიონის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციურად "ბევრი შესაძლებლობაა."

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა და დაადანაშაულა უკრაინის მთავრობა ფხენიანის მიმართ ვაშინგტონის „მტრული“ პოზიციის გაზიარებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics