|
2022-07-15 22:41:11, 1428 ნახვა
ომი უკრაინაში
ეუთომ დაადასტურა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის განმეორებითი შემთხვევები
დადასტურდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის განმეორებითი შემთხვევები. - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა. მისივე თქმით, ეუთოს მეორე ანგარიში, რომელიც 1 აპრილიდან 25 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, „მტკივნეული იყო წასაკითხად“. "მოხსენებაში ნათქვამია 23 წლის კარინა იერშოვას შემთხვევა ბუჩაში, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს და აწამეს და ბოლოს დახვრიტეს რუსულმა ძალებმა. მოხსენებაში, ასევე, ნახსენებია სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მოხსენება იმის შესახებ, რომ 14-დან 24 წლამდე ასაკის 25 გოგონა ბუჩას სარდაფში იმყოფებოდნენ და ჯგუფურად გააუპატიურეს, რის შედეგადაც ცხრა დაორსულდა. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, ერთი წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის შესახებ, ასევე 78 წლის ქალი გააუპატიურეს რუსმა სამხედროებმა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)